საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ტიერი ანრი სეზონის დასრულების შემდეგ ''ბარსელონას'' დატოვებს. პრესტიჟულმა გამოცემა Marca-მ აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის უახლოესი გარემოცვიდან მოიპოვა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა 32 წლის ფორვარდს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა.