დაიხურა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და ინტერნეტ გამომცემლობა Goal.com-მა შეადგინა ყველაზე მხარჯველი კლუბების ტოპ 10.
ყველაზე
მეტი ახალი ფეხბურთელების შეძენისთვის "მანჩესტერ სიტიმ" დახარჯა, რომელმა
შეიძინა დავიდ სილვა, ალექსანდრე კოლაროვი და მარიო ბალოტელი. ხოლო გაყიდა
რობინიო და სტივენ აირლანდი. ახალი ფეხბურთელების შეძენა გუნდს 145.5
მილიონი ევრო დაუჯდა, იმ დროს როცა გაყიდულებში მხოლოდ 36.2 მილიონი ევრო
გამოიმუშავა.
მხარჯველთა შორის მოწინავე პოზიციებს იკავებენ
ესპანური გრანდები "ბარსელონა" და "რეალი". კატალინიელებმა გადმოიბირეს
დავიდ ვილია და ხავიერ მასკერანო, ხოლო შეელივნენ იაია ტურესა და დიმიტრი
ჩიგრინსკის.
მადრიდელებს არც თუ მცირე თანხის დახარჯვა მოუწიათ
ანხელ დი მარიას, მესუთ იოზილისა და სამი ხედირას შეასაძენად, მცირეოდენი
შემოსავალი კლუბმა რაფაელ ვან დერ ვაარტის "ტოტენჰემში" გაყიდვით ნახა,
მაგრამ ეს დანახარჯის მხოლოდ მეათედი ნაწილია.
მოულოდნელად ათეულში რუსული კლუბები გამოჩნდნენ. "რუბინმა" და "ზენიტმა" შეასაბამისად მე-5 და მე-6 ადგილები დაიკავეს რეიტინგში.
ყაზანელებმა
ამ ზაფხულს შეიძინა მეკარე გედრიუს არლაუსკისი, მცველები სალვატორე ბოკეტი
და ოლეგ კუზმინი, ნახევარმცველი კარლოს ედუარდო და თავდამსხმელები ობაფემი
მარტინსი და ალექსეი მედვედევი. რაზეც კლუბმა 43.1 მილიონი ევრო დახარჯა
"ზენიტის"
დანახარჯმა 43 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ბრუნო ალვეშის, ალექსანდრ
ლუკოვიჩის, სერგეი სემაკის და ალექსანდრ ბუდაროვის შეძენას მოხმარდა.
მანჩესტერ სიტი ინგლისის პრემიერლიგა 145.450.000 €
რეალი ესპანეთის პრიმერადივიზიონი 81.000.000 €
ბარსელონა ესპანეთის პრიმერადივიზიონი 71.500.000 €
იუვანტუსი იტალიის სერია А 56.450.000 €
რუბინი რუსეთის პრემიერლიგა 43.100.000 €
ზენიტი რუსეთის პრემიერლიგა 43.000.000 €
ჯენოა იტალიის სერია А 41.400.000 €
ვოლფსბურგი გერმანიის ბუნდესლიგა 38.900.000 €
ჩელსი ინგლისის პრემიერლიგა 38.000.000 €
მარსელი საფრანგეთის ლიგა 37.500.000 €