დაიხურა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და ინტერნეტ გამომცემლობა Goal.com-მა შეადგინა ყველაზე მხარჯველი კლუბების ტოპ 10. ყველაზე
მეტი ახალი ფეხბურთელების შეძენისთვის "მანჩესტერ სიტიმ" დახარჯა, რომელმა
შეიძინა დავიდ სილვა, ალექსანდრე კოლაროვი და მარიო ბალოტელი. ხოლო გაყიდა
რობინიო და სტივენ აირლანდი. ახალი ფეხბურთელების შეძენა გუნდს 145.5
მილიონი ევრო დაუჯდა, იმ დროს როცა გაყიდულებში მხოლოდ 36.2 მილიონი ევრო
გამოიმუშავა.
|
დაამატა:
beqa |
(ხუთშაბათი)
1508. |
ქართული ფეხბურთი
ხვალინდელ შეხვედრას,რომელიც თბილისის დროით 22:45 შედგება ჩვენი საიტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსულ შეკრებას დღეს დაასრულებს და
ნაშუადღევს საბერძნეთში გადაფრინდება. გუშინ კი ნიქოზიაში ჩვენს გუნდს
საკმაოდ დატვირთული დღე ჰქონდა. მართალია, თემურ ქეცბაიამ
ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ, საღამოს ავარჯიშა, მაგრამ წვრთნა სრულყოფილი
გამოდგა. ინდივიდუალურად ივარჯიშეს ლევან კობიაშვილმა და უჩა ლობჟანიძემ,
რადგან ნაკრებს გუშინ შეუერთდნენ და ამიტომ ქეცბაიამ ისინი მსუბუქად
დატვირთა. ზურაბ ხიზანიშვილსა და ნუკრი რევიშვილს კვიპროსზე დღეისთვის
ელიან, დანარჩენებმა კი გუშინდელ ვარჯიშზე მწვრთნელების ყველა დავალება
ბოლომდე შეასრულეს.