ანგარიში:
ხერესი C.D.: 0
FC ბარსელონა: 2
გოლები:
ხერესი C.D.:
FC ბარსელონა: ანრი (’46), იბრაჰიმოვიჩი (93′)
შემადგენლობები:
ხერესი C.D.: Renan, Francis, Aythami, Calvo, Casado, Armenteros, Viqueira, Bergantinos, (Sidi) Keita, Orellana and Bermejo.
FC ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, მარკესი, ჩიგრინსკი, მაქსველი, ხავი, ტურე, კეიტა, პედრო, ბოიანი და ანრი.
სათადარიგოები:
ხერესი C.D.: Chema, Mendoza, Redondo, Moreno, Viqueria, Antonito, Abel and Michel.
FC ბარსელონა: Iniesta, Ibrahimovic, Puyol, Pinto, Abidal, Dos Santos and Messi.
ცვლილებები:
ხერესი C.D.: Calvo -> Antonito (57′), Sanchez -> Armenteros (74′),
FC ბარსელონა: Pedro -> Messi (55′), Bojan -> Ibrahimovic (67′), Henry -> Iniesta (85′).
გაფრთხილება:
Xerez C.D.: Aythami (78′)
FC Barcelona: -
საერთო ჯამში, მატჩი არ იყო დასამახსოვრებელი და მომენტებით სავსე, თუ არ ჩავთვლით იბრაჰიმოვიჩის ბოლო წუთის გოლს, მესის მშვენიერ კომბინაციასთან ერთად. ბარსას ორი ქულა მოუტანა ტიერი ანრიმ 46-ე წუთზე და იბრაჰიმოვიჩმა 92-ე დამატებით წუთზე.
რას წერს ესპანური სპორტული მედია მატჩის შესახებ?
Sport
ხერესის "ცუდმა მინდორმა” გუნდს თავიდან ვერ ააცილა ანრისა და იბრაჰიმოვიჩის ორი სენსაციური გოლი. ბარსა თავიდანვე ცდილობდა თამაშის ჩვეული ტემპის აკრეფას, თუმცა კატალონიურმა გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა და მესის და ინიესტას გარეშე საწყის შემადგენლობაში, ალბათ, ვერც შეძლებდა გაეძლო წინააღმდეგობისთვის.
გუარდიოლამ გუნდი გააფრთხილა, რომ მოგება არ იქნებოდა ადვილი. ინტერისა და მადრიდის წინააღმდეგ სრული ინტენსიურობით თამაშის შემდეგ მოთამაშეებს უნდა მოეხერხებინათ შემართების შენარჩუნება "აუტსაიდერთან”. ამას დამატებული სტადიონი, რომელიც კარტოფილის მინდორს უფრო გავდა, ვიდრე პრიმერა დივიზიონის მინდორს.
ბარსელონას ბურთის ფლობა ჰქონდა პირველ ნახევარში, თუმცა თამაში არ იყო დასამახსოვრებელი. ხავი თავს ვერ გრძნობდა კომფორტულად და თითქოს ადგილს ვერ პოულობდა. გუარდიოლას გამომეტყველება კარგს არაფერს მოასწავებდა: ის უყურებდა საკუთარ გუნდს, რომელიც ცდილობდა დაემარცხებინა მეტოქე, რომელმაც მხოლოდ ორი ქულის მოპოვება შეძლო 21-დან.
პირველი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავიდა, თუმცა ეს საკვირველია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, ბარსელონა ეთამაშებოდა არა ძლიერ მეტოქეს, არამედ ყველაზე სუსტს სუსტთა შორის.