კატალონიის "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, დავიდ
ვილამ გააკეთა კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო,
მესამე მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდა და
დიდი გაჭირვებით, 2:1 სძლია. საბოლოო ჯამში ესპანეთიც და ჩილეც, ორივე
გავიდნენ 1/8 ფინალში.
"ჩვენი მატჩისწინა მდგომარეობა არ იყო სახარბიელო: აუცილებლად უნდა
გაგვემარჯვებინა, რათა გავსულიყავით 1/8 ფინალში. მატჩის დასასრულისას
ესპანეთის ნაკრები დადგა დაცვაში იმიტომ, რომ ეს სამი ქულა ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ გამარჯვება და
გავედით კიდეც ფლეი–ოფში". ციტირებს ვილას სიტყვებს AS.
ასე და ამგვარად 1/8 ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.