გუშინ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფლეი ოფების წილისყრა გაიმართა. სამწუხაროდ, ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი უკვე დასრულებულია და ამიტომაც, ისღა დაგვრჩენია, სხვების ასპარეზობას მივადევნოთ თვალი. საინტერესოა, რომ თბილისის "დინამოს" მძლეველ "შტურმს" მეტოქედ ტურინის "იუვენტუსი" ერგო, "ზესტაფონის" მჯობნი "კარპატი" კი სტამბოლის "გალათასარაის" შეხვდება.
შეგახსენებთ, ის კლუბები, რომლებიც ამ ეტაპს გადალახავენ, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდებიან. ჩემპიონთა ლიგაში ამის კარგი შანსი აქვთ ტირასპოლის "შერიფსა" და მის ქართველ კაპიტან ვაჟა თარხნიშვილს, ევროპის ლიგაზე კი მოსკოვის "ლოკომოტივის", დნეპროპეტროვსკის "დნეპრის" "კარპატის", "ყარაბახისა" და "დიორის" შემადგენლობაში მოასპარეზე ქართველებს.
ჩემპიონთა ლიგა
17 აგვისტო
ჩემპიონთა გზა რუსენბორგი (ნორვეგია) – კოპენჰაგენი (დანია) სპარტა (ჩეხეთი) – ჟილინა (სლოვაკეთი)