"შტუტგარტთან” გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პეპ
გვარდიოლამ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა და შეახსენა მათ, რომ
გერმანელების წინააღმდეგ თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენება მართებთ. "სწორედ ასეთი თამაშის ჩვენებით გავალთ შემდეგ ეტაპზე” – აცხდებს გვარდიოლა.
კატალონიელი სპეციალისტი არ დაუშვებს, რომ "ბარსა” ჩემპიონთა ლიგას
კონცენტრაციის ნაკლებობის გამო დაემშვიდობოს. გვარდიოლამ გაიხსენა
"რასინგთან” გამართული მატჩიც და შემდეგი განაცხადა: "რასინგის” კარში 4
გოლის გატანა კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არაა "შტუტგარტთან” მოსაგებად.
ვიცით, რომ ასეთი თამაშით 1/4 ფინალში ვერ გავალთ. გვმართებს კვლავ ჩვენი
საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება”.
"ლიონის” გაკვეთილი
გასულ სეზონში "ბარსას” "ლიონთან” გასვლით მატჩში გვარიანი ოფლისღვრა
მოუწია სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად, რადგან ფრანგებმა ჟუნინიოს
დარტყმის შედეგად ანგარიში გახსნეს. "ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი
აღმოჩნდა” – აცხადებს გვარდიოლა – "შესაძლოა ეს ჩვენთვის ყველაზე რთული
მატჩი იყო. გარდა ამისა, არცთუ დიდი ხნის წინ "ბარსა” უკვე გამოვარდა
ლიგის 1/8 ფინალიდან. უნდა ვიბრძოლოთ იმ შეგრძნებით, რომ ყველაფერს
ვიგებთ. ყველა მიიჩნევს, რომ 1/4 ფინალში გასვლის საკითხს პირველივე
მატჩში გადავწყვეტთ, მაგრამ თუ ჩვენს ასე ვიფიქრებთ, 1/8 ფინალური ეტაპის
დაძლევის არანაირი შანსი არ გვექნება”.
მიზანი – გოლის გატანა
გატანა და კარის მშრალად შენახვა – ასეთი სცენარი გვარდიოლას აზრით
იდეალური იქნებოდა. მწვრთნელმა შესანიშნავად იცის, თუ რა სურს იხილოს
მოედანზე: "ჩვენი მიზანია გატანა, კარგად შეტევა და ბურთით უაზრო
სირბილისთვის თავის არიდება. გროსის ხელში "შტუტგარტი” შესანიშნავ თამაშს
აჩვენებს. გერმანულ კლუბს ბევრი გოლი გააქვს. მათ მეტოქისთვის ბევრი
სიახლის შეთავაზება შეუძლიათ”.
კრისტიან გროსი
გასულ სეზონში კრისტიან გროსმა "ბაზელის” ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა
მოახერხა და "ბარსელონასთან” მოხვდა გუნდში. პეპ გვარდიოლამ შვეიცარიელი
სპეციალისტი ჯერ კიდევ მაშინ შეაქო. "შტუტგარტთან” მატჩის წინ კი შემდეგი
განაცხადა: "გროსმა ჯერ კიდევ "ბაზელში” მუშაობის დროს გამაოცა. როდესაც
გუნდს ჰყავს მწვრთნელი, რომელმაც ზუსტად იცის რა სურს, დადებითი შედეგების
მიღწევა გაცილებით იოლდება. გროსის ხელმძღვანელობით "შტუტგარტმა”
ბუნდესლიგაში მატჩების 80% მოიგო. ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს
დავუპირისპირდებით”.
კრუიფის მოსაზრება
"რასინგთან” გამართულ შეხვედრას იოჰან კრუიფმა თავის სვეტში გვარდიოლას
ერის ყველაზე ცუდი მატჩი უწოდა. თავად გვარდიოლა თავისი ყოფილი მწვრთნელის
მოსაზრებას იზიარებს: "საერთო ჯამში იგი მართალია. იმისათვის, რომ
ჩემპიონები გავხდეთ, უკეთ თამაშია საჭირო. ეს მე თამაშამდეც ვიცოდი და მის
შემდგაც. იოჰან კრუიფი ჩემი შთაგონების წყაროა. იგი არის ერთ-ერთი მიზეზი
იმისა, რომ მე დღეს აქ, "ბარსელონაში” ვარ”.
ალვეში და ჩავი
ორივე ეს ფეხბურთელი ძალზე ახლოს არიან საბოლოოდ გამოჯანმრთელებასთან
და გვარდიოლამ ორივე მათგანი იახლა გერმანიაში: "ისინი აქ არიან იმიტომ,
რომ მატჩში მათი მონაწილეობა შესაძლებელი გახდა. ვნახავთ როგორ
განვითარდება მოვლენები თამაშის დღეს და საბოლოო გადაწყვეტილებას
მივიღებთ” – აცხადებს გვარდიოლა.