კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელებმა გააკეთეს კომენტარები "სევილიასთან" მატჩის შემდეგ (4:0).
"გვსურს ჩვენი თამაშით გულშემატკივრები კმაყოფილები დარჩნენ. სეზონის პირველი ტიტულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამით დავამტკიცეთ, რომ "ბარსელონა" ძალიან ძლიერია და რა თქმა უნდა სხვა გუნდებისთვის დიდი მოწინააღმდეგე. მთავარია კარგად თამაში. თუ კარგად თამაშობ, მაშინ უდიდეს სიამოვნებას იღებ. ყველა თანაგუნდელს თვალდახუჭული გვესმის ერთმანეთის." –განაცხადა ანდრეს ინიესტამ.
"ჩვენ იძულებულნი ვიყავით გაგვემარჯვებინა "სევილიას" წინააღმდეგ, რათა დაგვემტკიცებინა, რომ მზად ვართ ყველაფრის მოგებითვის. თუ გუნდი მთელი სეზონის მანძილზე ასე ითამაშებს, მაშინ ბევრ ტიტულს დავეუფლებით. ძალიან გახარებულები ვართ. ახლა მთავარია მუშაობის გაგრძელება. როდესაც "ბარსელონა" თავის ჩვეულ რიტმში ჩაჯდება, მისი გამჩერებელი არავინაა."–განაცხადა ჯერარდ პიკემ.
"ჩვენ დავეუფლეთ ძალიან მნიშვნელოვან ტიტულს. პირველ მატჩში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, თუმცა დღეს ყველაფერი გამოვასწორეთ და მოწინააღმდეგე პრაქტიკულად გავანადგურეთ. გულშემატკივრებს ლამაზი თამაში მოსწონთ; სწორედ ამიტომ ვცდილობთ ისინი ვასიამოვნოთ. ახლა მთავარია განვაგრძოთ მუშაობა. იმედია წელს "ბარსელონა" კიდევ ბევრ თასს აღმართავს." –განაცხადა ლიონელ მესიმ.
"ეს დებიუტზე მეტი იყო. ასეთ სტარტზე ადამიანმა უნდა იოცნებოს. მთელი მატჩის მანძილზე შესანიშნავები ვიყავით. მოწინააღმდეგეს გოლის გატანის ერთი შანსიც კი არ ჰქონია. რაც მთავარია მე ვგრძნობდი გულშემატკივრების ჩემდამი სიყვარულს. ძალიან დიდი ხანია "ბარსელონას" ფეხბურთელებთან ერთად ესპანეთის ნაკრებში ვთამაშობ, სწორედ ამიტომ კლუბში არანაირი ადაპტაციის გავლა არ დამჭირდება." –განაცხადა დავიდ ვილამ.
"მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. მათ მძიმე მომენტში აჩვენეს ჭკვიანური და ბრწყინვალე თამაში. აბსოლიტურად ყველა მოთამაშე მოედანზე მოსაგებად იყო გასული და მათ ეს მოახერხეს. ჩვენ მოვიპოვეთ სეზონის პირველი ტიტული. ყველა ძალიან კმაყოფილები ვართ. გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ვიყავით შესანიშნავები და არა იმიტომ, რომ "სევილიამ" სუსტად ითამაშა. "სევილია" არასოდეს არაა სუსტი. მათ შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავთ. უბრალოდ დღეს "ბარსელონას" უნდა მოეგო და მოიგო კიდეც. მინდა ეს წარმატება მივუძღვნა გულშემატკივრებს. დიდ მადლობას ვუხდი იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს. რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ ჩემი შეგირდების ასპარეზობით. სეზონის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ტიტულის მოპოვება უდიდესი წარმატებაა." –განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.
"პირველ ნახევარში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. სულ ვუტევდით და ვცდილობდით გოლის გატანას. მეორე ტაიმში ფეხბურთელები თითქოს მოეშვნენ, თუმცა მთავარია გავიმარჯვეთ. მიხარია, რომ პეპ გვარდიოლა ასეთი შესანიშნავი მწვრთნელია. ისიც მიხარია, რომ გუნდში ასეთი კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ამ წელს ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ კიდევ ბევრ თასს ავწევთ." –განაცხადა სანდრო როსელიმ.