როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრა "სევილიასა" და "ბარსელონას" შორის. მასპინძლებმა დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ კატალონიელების მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გააკეთა კომენტარი.
"ჩვენ ძალიან გვინდოდა გაგვემარჯვებინა. აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა როგორც ჩანს "სევილიელები" ჩვენზე ძლიერები გამოდგნენ. "ბარსელონა" აკონტროლებდა პირველ ტაიმს, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა დაამტკიცეს, რომ შესანიშნავები არიან. ვნახავოთ როგორ იგრძნობენ თავს მსოფლიოს ჩემპიონები. თუ ისინი ამ კვირაში კარგად ივარჯიშებენ, ამ შემთხვევაში განმეორებით მატჩში თამაშშაც შეძლებენ. არაა მოულოდნელი, რომ ზოგიერთმა მათგანმა მიიღოს შეხვედრაში მონაწილეობა, ხოლო ზოგიერთმა–არა." ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი გაიმართება 21 აგვისტოს.