ინგლისური "მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის, როკე სანტა კრუსის
განცხადებით, მისი თანაგუნდელი რობინიო "ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს.
"რა თქმა უნდა, რობინიო ჩვენთან "ბარსელონაზე” ლაპარაკობს და ბიჭებიც
ვარჯიშის დროს ამ თემას ხშირად ახსენებენ ხოლმე. ინგლისურ გაზეთებში ბევრი
იწერება "ბარსასა” და მის შესახებ. თავად რიბინიოც არ მალავს ამ გუნდში
გადასვლის სურვილს. ვფიქრობ, ეს სრულიად შესაძლებელია. მისი თამაში
ესპანურ კლუბს რაღაც ახალს შესძენს”, - ავრცელებს სანტა კრუსის კომენტარს
Sky Sports-ი.