შაბათი დღე უიღბლო გამოდგა ბარსას ესპანელ ცენტრალურ მცველ ხერარდ პიკესთვის.
მას ერკულესთან მატჩში მეკარე კალატაიუდთან შეჯახებისას წარბი გაუსკდა, ამიტომ მას მოუწევს რამოდენიმე დღით დასვენება.
ბარსას ცენტრალური მცველი ძალზედ განაწყენებულია მარცხით, მაგრამ მისი განცხადებით საჭიროა ამ უიღბლო მატჩის დავიწყება და მთლიანად კონცენტრირება მომდევნო ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის, სადაც ბარსა პანათინაიკოსს მიიღებს კამპ ნოუზე.