"ბარსელონას” მცველმა კარლეს პუიოლმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ამის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იუწყება.
32 წლის ფეხბურთელმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2010
წლის მსოფლიოს ჩემპიოანტის შემდეგ, ეროვნულ გუნდს დაემშვიდობებოდა.
სამშაბათ საღამოს, პუიოლი ესპანელთა თავკაც ვისენტე დელ ბოსკესა და
ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორს ფერნანდო იეროს შეხვდა, რის
შემდეგ, განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ნაკრებს დატოვებს.
აქედან გამომდინარე, მან დელ ბოსკეს თხოვა 11 აგვისტოს მექსიკასთან
გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის არ გამოიძახოს. სხვათა შორის, პუიოლმა
ნაკრებში პირველი მატჩი 2000 წელს ჰოლანდიასტან ჩაატარა, ხოლო ბოლო
შეხვედრა მსოფლიო პირველობის ფინალში ასევე "ნარინჯისფერებთან” გამართა.
საერთო ჯამში, მან ესპანელთა ღირსება 90-ჯერ დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.