კატალონიის "ბარსელონას” მცველი ხერარდ პიკე გამოეხმაურა იმ დიდ
სიხარულს, რომელიც სუფევს მადრიდის "რეალის” ბანაკში იმის გამო, რომ
მადრიდელები ლიდერობენ პრიმერა დივიზიონში – იტყობინება ესპანური გამოცემა
El Mundo.
მადრიდის "რეალის” სიხარული არ მოქმედებს ხერარდ პიკეს ნერვებზე.
"ისინი ხომ დიდ ხანს არ ყოფილან ლიდერები, ასე რომ დაე ცოტა ხნით
გაიხარონ. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩემპიონის
ტიტული ჩვენი იქნება”, – განაცხადა პიკემ.
ფეხბურთელი აღიარებს, რომ ამჟამად "ბლაუგრანა” ვერ თამაშობს უმაღლეს
დონეზე, მაგრამ ამშვიდებს გუნდის გულშემატკივრებს და ახსენებს, რომ გუნდი
შარშანაც ვერ გაექცა მცირე ხნიან დაღმასვლას, მაგრამ ჩემპიონობა მაინც
მოიპოვა.