პეპ გუარდიოლა სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად აღიარა
IFFHS–ის ცნობით, კატალონიელთა თავკაცმა პეპ გუარდიოლამ 300
ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით აჯობა "მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, სერ ალექს
ფერგიუსონს (137 ქულა) და "ინტერის” დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს (66
ქულა).
IFFHS–ის ვერსიით, საუკეთესო საკლუბო მწვრთნელთა ათეული ასე გამოიყურება:
1.ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა)– 300
2.ალეხ ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაითედი)– 137
3.ჟოზე მაურინიო (ინტერი)– 66
4.ალეხანდრო საბელა (ესტუდიანტესი)– 54
5.მირჩა ლუჩესკუ (შახტარი)– 50
6.არსენ ვენგერი (არსენალი)– 44)
7.გუს ჰიდინკი (ჩელსი)– 38
8.ლორან ბლანი (ბორდო)– 34
9.დანიელ ფოსატი (ლდუ)– 16
10.ფელიქს მაგათი (ვოლფსბურგი/შალკე 04)– 15