უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, 16:50 წუთზე ჩამოფრინდა თბილისში
დელეგაციასთან ერთად. მას აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ
არველაძე. პლატინიმ მოკლე კომენტარი გააკეთა : "მოხარული ვარ, რომ
ისევ ვიმყოფები საქართველოში. ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის აქ და
ზოგადად, ბევრი მსმენია ქართულ ფეხბურთზე, საქართველო საფხებურთო
ქვეყანაა, რაც შეეხება იდეას, რომლის მიხედვითაც თბილისი აპირებს
2012-2013 წლების ევროლიგის ფინალის მასპინძლობას, ეს ჩემი იდეა არ
გახლავთ - ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივაა. ჩვენ ადგილზე
გავეცნობით კიდევ ერთხელ ქართული ფეხბურთის ინფრასტრუქტურას და მივიღებთ
გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იქნება შემდეგ. ჯერ მხოლოდ
გაცნობითი ხასიათისაა ეს ყველაფერი. "
9 აგვისტო 16:50 სთ. თბილისის აეროპორტი, უეფას დელეგაცია ჩამოდის
მიშელ პლატინი – უეფას პრეზიდენტი
თეოდორე თეოდორიდისი – უეფას გენ. მდივნის მოადგილე
ტიერი ფავრი – უეფას სტადიონებისა და ეროვნული ასოციაციების მენეჯერი
ჟან ლუი ჯენოვეზი – მიშელ პლატინის პირადი სტუმარი
19:00 სთ. ტექნიკური ცენტრი "ბასა"
უეფას პრეზიდენტის დელეგაცია ბაზას დაათვალიერებს.
სრული მედია, მცირე კომენტარი პრესისთვის
10 აგვისტო
09:30 სთ. შეხვედრა ქ. თბილისის მერ გიგი უგულავასთან თბილისი მერიოტში
სრული მედია, მცირე კომენტარი პრესისათვის
10:30 სთ. სფფ–ს ოფისი, ლოკომოტივის სტადიონი
უეფას პრეზიდენტის სფფ–ს ახლად გარემონტებულ ოფისსა და ლოკომოტივის სტადიონს დაათვალირებს
სრული მედია, კომენტარების გარეშე
11:30 სთ. შეხვედრა ხელისუფლების უმაღლეს პირებთან მთავრობის კანცელარიაში
პრემიერ–მინისტრი – ნიკა გილაური, სპორტის მინისტრი – ლადო ვარძელაშვილი
სრული მედია, მცირე კომენტარით
12:30 სთ. შეხვედრა მედიასთან
თბილისი მერიოტის საპრესკონფერენციო დარბაზი
რეგლამენტი 20 წუთი
|