გვარდიოლამ მატჩისწინა პრესსკონფერენციაზე განაცხადა, რომ სეზონის
დარჩენილი ნაწილი ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ამიტომაც თითოეული
დაკარგული ქულა ძვირად ფასობს. პირველი
მარცხის შემდეგ ჩემპიონატში "ვისენტე კალდერონზე” "ბარსელონას”
მოწინააღმდეგე იქნება "რასინგი”. კატალონიელებს დაუბრუნდათ რამოდენიმე
ფეხბურთელი, ეს მათთვის ერთგვარი შვებაა. ამიტომაც "ბარსამ” უნდა
გაიმარჯვოს დღეს და დაამტკიცოს, რომ მატჩი "კალდერონზე” მხოლოდ პატარა
სისუტე გახლდათ.