"ბარსელონას” არგენტინელ შემტევს, ლეონელ მესის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური
ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, კიევში მოპოვებული გამარჯვება (2:1) ძვირი
დაუჯდა. მთელი მატჩის განმავლობაში, "დინამოს” ფეხბურთელები მესის
უხეშობის ზღვარზე ეთამაშებოდნენ, მის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი
გამარჯვების გოლის შემდეგ კი, ლეანდრო ალმეიდამ არგენტინელს მეტად
მტკივნეული დარტყმა მიაყენა, რის გამოც "ოქროს ბურთის” მფლობელი იძულებული
გახდა მოედანი კოჭლობით დაეტოვებინა.
კატალონიური კლუბის ექიმმა AS-თან საუბრისას დაადასტურა, რომ მესის კოჭის
მყესები აქვს დაჭიმული და შესაძლოა, "ესპანიოლთან” პრიმერადივიზიონის
მომავალი შეხვედრის გამოტოვება მოუხდეს.
გარდა ამისა, "ბარსელონას” მომავალ კვირაში არაბეთის გაერთიანებულ
საემიროებში უწევს მოგზაურობა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში
მიიღებს მონაწილეობას და დიდი შანსია, არგენტინელი ფეხბურთელი საკუთარ
გუნდს ამ ტურნირშიც ვერ დაეხმაროს.