არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ''ბარსელონას'' თავდამსხმელი ლიონელ მესი ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრიზის მფლობელი გახდა, რომელსაც გაზეთი ''Marca'' ესპა- ნეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს. ოთხშაბათს საღამოს არგენტინელს, ჯილდო სასტუმრო Mirasierra Suites-ში მსოფლიო ფეხბურთის ორმა ლეგენდამ - ''რეალის'' საპატიო პრეზიდენტმა, დი სტეფანომ და არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ გადასცეს. ''ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ამავე დროს, დი სტეფანოსა და მარადონას გვერდით დგომა ძალიან მეამაყებოდა. ბედნიერი ვიყავი, ვინაიდან პრიზი სწორედ მათ გადმომცეს''- განაცხადა მესის