მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლეო მესიმ ბარსასთან
კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და ის ამ კლუბის ღირსებას 2016 წლამდე
დაიცავს, მისი ფასი კი 368 მილიონი დოლარია. ლაპორტამ და მესიმ კონტრაქტი
კლუბის ოფისში გააფორმეს და ორივე მხარე ბედნიერი იყო ამ გადაწყვეტილებით.
გთავაზობთ მესის ინტერვიუს :
ლეო კმაყოფილი ხართ ახალი კონტრაქტით ?
ძალიან.
თქვენ უკვე 500 მილიონ დოლარად გაფასებენ ?
არა მგონია რომ ბევრი იყოს. მე მიყვარს ეს გუნდი მან ყველაფერი მომცა
ფეხბურთს მაზიარა და კაცად მაქცია, იმედი მაქვს კლუბში 2016 წლის მერეც
დავრჩები.
მთელი ბარსელონა ზეიმობს თქვენ გადაწყვეტილებას, ამით შეწყდა ჭორები თქვენი ინტერში გადასვლის შესახებ ?
მე იმ გუნდის წევრი ვარ რომელმაც მთელი მსოფლიო გაანცვიფრა მისი მიღწევებით. ბევრჯერ მითქვამს რომ ბარსას ინტერზე არასდროს გავცვლი.
ლაპორტამ თანხა არ დაასახელა რომელსაც წლიურად მიიღებთ ?
მე იმაზე 4 ჯერ მეტს მივიღებ რასაც აქამდე ვიღებდი. ჩემთვის ფული
მთავარი არაა ჩემთვის მთავარი ბარსელონა და კამპ ნოუზე შეკრებილი
გულშემატკივარია.
აპირებთ ბარსას დატოვებას?
არა, ბარსელონა ჩემი სახლია და ამ გუნდს არასოდეს დავტოვებ.