გუშინ მაკა ჩახნაშვილი (217) იტალიის ქალაქ ბიელაში საკვალიფიკაციო ბადის
ფინალში თამაშობდა. ქართველის მეტოქე ხორვატი იასმინა ტინჯიჩი (620) იყო,
მაკამ ორ სეტში წააგო - 3:6, 4:6. თამაში დაიწყო და, გამოცდილმა ქართველმა
ორი გეიმი დათმო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი მოიგო. ის იყო, იმედი
მოგვეცა, რომ ჩახნაშვილმა კვლავ დაკარგა კონცენტრაცია და ახლა ზედიზედ 4
გეიმი გააჩუქა. მეორე სეტში ხორვატმა ქართველს მოწოდება წაართვა, თუმცა
საპასუხოდ იგივე გააკეთა ჩვენებურმაც, რომელიც შემდეგ 4:3 დაწინაურდა,
მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის ნაცვლად ზედიზედ 3 გეიმი დათმო. მეტოქე
გამოუცდელი და სუსტი იყო, სწორედ ამიტომ კიდევ უფრო დასანანია ჩახნაშვილის
მარცხი. ივნისში ფრანგულ პერიგოში (25 ათასი დოლარი) ფინალში გასვლის
შემდეგ მაკამ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და ისიც თანამემამულე სოფიო
ქვაცაბაია (398) დაამარცხა.
20 წლის (3 დღის წინ შესრულდა)
ოქსანა კალაშნიკოვა (189) პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს საერთაშორისო
ტურნირში (25 ათასი დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი. მისი პირველი
მეტოქე "უაილდ ქარდით" მიწვეული გერმანელი კიმ-ალის გრაიდეკია (893).