Zestafoni 0:1 Dukla M. Duris 28'გატანილი გოლი გადმოწერა : Michal Ďuriš -28 (VIDEO) ზესტაფონი VS დუკლაშეხვედრის პირველი ტაიმის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გუნდები ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ და ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა.
მასპინძლები საწადელის მიღწევას სტანდარტულების გამოყენებით ცდილობდნენ,
ხოლო ქართველები მასპინძლებს სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ.28-ე წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა სწრაფი იერიში მიხალ დურიშმა დააგვირგვინა. შედეგად, შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით - 1-0 დასრულდა. ანგარიში
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა კიდევ უფრო დაწინაურება ისევ მიხალ დურიშს შეეძლო, მაგრამ მისი სახიფატო დარტყმა ოდნავ ასცდა როინ კვასხვაძის კარს. 59-ე წუთზე ვრატისლავ გაიდოშის უძლიერეად გასროლილი ზესტაფონელთა კარის ძელმა მოიგერია. 64-ეზე კი უკვე ჯაბა დვალმა ვერ შეძლო ხელსაყრელი მომენტის გამოყენება. მალევე შოთა ბაბუნაშვილი ურტყავდა სახიფათოდ, მაგრამ ამ ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა სლოვაკთა გოლკიპერმა პეტერ ბოროშმა..
შეხვედრის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა კი სცადეს ორმატჩიანი დუელის ბედის
გადარჩენა, თუმცა ბევრს ვერაფერს გამორჩნენ და მატჩის სერბი არბიტრის დრაგომირ სტანკოვიჩის საფინალო სასტვენმა ბანსკა-ბისტრიცას "შტიავნიჩკის" სტადიონზე შეკრებილ 3 000-მდე მაყურებელს ზესტაფონელთა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა აუწყა .
ანგარიშის გათანაბრების ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცა ნიკოლოზ
გელაშვილს, მაგრამ მან ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა დააგვიანა
უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იმერელთა მეტოქე უკრაინის ქალაქ ლვოვის საფეხბურთო კლუბი ”კარპატი” იქნება. ქართულ-უკრაინული დაპირისპირების პირველ შეხვედრას 29 ივლისს ლვოვის სტადიონი "უკრაინა" უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი მატჩი დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 5 აგვისტოს გაიმართება ...