"ბარსელონას” პრეზიდენტი ჟუან
ლაპორტა მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი ტრიუმფი კარგად ახსოვს, არც
მომავალზე ფიქრს ივიწყებს და სეზონის დასაწყისში გუნდს ისევ წარმატებებებს
უსურვებს.
”გასული წლის საუკეთესო მატჩი უთოუდ ”ბერნაბეუზე” ”რეალის”
6:2 განადგურება გახლდათ, ეს დაუვიწყარი რამაა. შარშან ყველაფერი მოვიგეთ,
რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ პროფესიონალები ვართ, წინ ვიხედებით და
ვიცით, რომ წელს ახალი გამარჯვებები უნდა მოვიპოვოთ”, - ამბობს ლაპორტა.
”პირველ
რიგში ამ ყველაფრისთვის თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო, მაგრამ მე მშვიდად
ვარ, ვიცი, რომ გვყვავს გუარდიოლა, რომელსაც ”ბარსელონა” ყველაზე და
ყველაფერზე მეტად უყვარს, მას ბოლომდე ვენდობი”