თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ, მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
მესი
1
პედრო
0
კეიტა
0
ვილია
1
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
Esperando Contenido Widget ...
ქეცბაია ანანიძისთვის ევროპულ სუპერკლუბებს წინასწარმეტყველებს - 9 აგვისტოში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010»აგვისტო»9 » ქეცბაია ანანიძისთვის ევროპულ სუპერკლუბებს წინასწარმეტყველებს
ქეცბაია ანანიძისთვის ევროპულ სუპერკლუბებს წინასწარმეტყველებს
4:13 PM
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ, რუსულ მედიასთან
საუბრისას, მოსკოვის "სპარტაკის” 17 წლის ნახევარმცველ ჯანო ანანიძის
ახლანდელ თამაშს მაღალი შეფასება მისცა. "იგი ძალიან მიზანსწრაფული,
ურთიერთობაში სასიამოვნო და მონდომებული ბიჭია. მის შესაძლებლობებს
ნაკრებშიც (ალბათ, უმეტესად ახალგაზრდულ ნაკრებს გულისხმობს - რედ.) და
"სპარტაკშიც” ძალიან კარგად ავლენს. ანანიძე ფლეიმექერის რანგშიც კარგად
გამოიყურება და ფლანგებზეც. ეს ბიჭი ფეხბურთზეა შეყვარებული და
საქართველოს 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი (აქ ქეცბაიამ "მსოფლიო
სპორტის” ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები იგულისხმა - რედ.), მასზე
ცუდად ნამდვილად არ იმოქმედებს.
ანანიძე ქართული ფეხბურთის მომავალია. უახლოეს წლებში, მან მოსკოვის
"სპარტაკს” მაქსიმალური სარგებელი უნდა მოუტანოს. თუმცა, ძალიან მინდა,
რომ ჯანომ ევროპის ძლიერი საფეხბურთო ქვეყნების ყველაზე ძლიერ გუნდებში
ითამაშოს”, - მოჰყავს "Спорт-экспресс"-ს თემურ ქეცბაიას სიტყვები.