კრიშტიანუ რონალდოს დიდი სურვილია ბარსას წინააღმდეგ თამაში "კამპ
ნოუზე". რონალდო მოედნზე დაბრუნდა 8 კვირიანი
დასვენების შემდეგ, ციურიხის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა, თუმცა
ბურთის გატანა ვერ მოახერხა. მოედანზე 20 წუთზე ოდნავ მეტი დაჰყო, მაგრამ
ვარსკვლავმა აღიარა, რომ თამაშის დროს დაიღალა. "თამაშის ბოლოს დაღლა
ვიგრძენი, მე ჯერ სრულად არ აღმიდგენია ჩემი ძველი ფორმა და ერთ თამაშში
ამის გაკეთება შეუძლებელიცაა, მე ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ, თუმცა
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემ ძველ კონდიციებს ბოლომდე აღვიდგენ. დავიწყებ
გოლების გატანას და სანახაობრივი თამაშის ჩვენებას. "ელ კლასიკოზე" თამაში
ჩემი ბავშვობის ოცნებაა, თუ პელეგრინი თამაშის საშუალებას მომცემს,
ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს მოგებაში დავეხმარო. ბარსელონას
წინააღმდეგ მთავარი არაა რომ ბურთი გავიტანო, მთავარია გუნდს გამარჯვებაში
დავეხმარო" - აცხადებს პორტუგალიელი.