ლევან კობიაშვილმა ბერლინის "ჰერტა" ავსტრიული "რიდის" წინააღმდეგ
საკონტროლო მატჩში მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. "ჰერტამ"
შეხვედრა 3:1 მოიგო, კობიაშვილმა კი ჩვეულებისამებრ, დაცვის მარცხენა
ფლანგზე ითამაშა. შესვენებისას ბერლინელთა მთავარმა მწვრთნელმა მარკუს
ბაბელმა მთელი ძირითადი შემადგენლობა შეცვალა. იმ დროისთვის "ჰერტა" 1:0
იყო დაწინაურებული.
არაა გამორიცხული, სულ მალე კობიაშვილი "ჰერტას" მუდმივ კაპიტნად გამოაცხადონ.