ახალი
ამბების სააგენტო Europa Press-ი აცხადებს, რომ ბარსელონას ფეხბურთელი
ჯეფრენ სუარესი ერთი კვირა არ ითამაშებს მიღებული ტრავმის გამო. მას
მარჯვენა ფეხის კუნთი დაუზიანდა. თუმცა ვენესუელელი ფეხბურთელი არ გამოტოვებს ბარსას არც-ერთ მატჩს, რადგან ამ კვირას გუნდი არ თამაშობს. სავარაუდოდ, ჯეფრენი მზად იქნება 21 ნოემბრის თამაშისთვის ატლეტიკ ბილბაოსთან.