კატალონიური
სპორტული გამოცემის El Mundo Deportivo - ს ცნობებით ბარსა
დაინტერესებულია ფიორენტინას და მონტენეგროს ეროვნული გუნდის ფორვარდ
სტევან იოვეტიჩით (20) , როგორც მარცხენა ფლანგის ალტერნატივა.
20 წლის მონტენეგროელი სერია ''ა'' - ში გასულ სეზონში ჩაირიცხა. ამ ხნის განმავლობაში მან 11 გოლის გატანა მოახერხა , მათგან 5 ჩემპიონთა ლიგაზე , რაც დაეხმარა ფიორენტინას ჯგუფიდან გასვლაში.
იოვეტიჩმა განაცხადა , რომ ის მოხარულია ფიორენტინაში ყოფნით და მზადაა კონტრაქტის გასახანგრძლივებლად: '' კარგად ვარ ფლორენციაში და ვიმედოვნემ, რომ მალე კონტრაქტს გავახანგრძლივებ''
ფიორენტინას თავკაცი მიხაილოვიჩი მიესალმევბა ახალ ინფორმაციას ის აცნობიერებს, რომ შესაძლოა იოვეტიჩმა გააგრძელოს კარიერა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კლუბში.
''იოვეტიჩს შეუძლია წავიდეს ბარსაში ან რეალში,მაგრამ არა უახლოეს მომავალში. '' განაცხადა ფლორენციელების თავკაცმა.