"ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ არ ღირს გარისკვა და მესის "რუბინის” წინააღმდეგ თამაში.
"ეხლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მესიმ კარგად მოიშუშოს ტრამვა.
აქ მხოლოდ საღი გონებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. მოურჩენელი ტრამვა შეიძლება
გახდეს მიზეზი არა ერთი და ორი თამაშის გამოტოვების არამედ მთელი სეზონის.
რათქმაუნდა ის მოინდომებს როგორც "რუბინთან” ასევე იაპონიასთან თამაშს
8 ოქტომბერს. ლაპარაკი 2 ფინალზე მიდის? არა. გარისკვა მხოლოდ ძალიან
მნიშვნელოვან თამაშებში შეიძლება. ეს კი არ არის ის შემთხვევა. გარდა
ამისა ორივე მატჩი გასვლაზე უწევს რაც დამატებითი დატვრითვაა. ღირს მესის
ჯანმრთელობის გაუარესება მხოლოდ იმიტომ რომ არგენტინამ დამატებით მიიღოს
ფული იაპონიასთან თამასში? "ბარსა” ძალიან რისკავს, ლეოს თამაში ყაზანში?
არა. თანაც ეს მხოლოდ მეორე თამაშია ჯგუფურ ეტაპზე, როცა პირველი შეხვედრა
უკვე მოგებულია.
"ბარსას” ყაზანში წარმატებულად ასპარეზობა მესის გარეშეც შეუძლია,
ისევე როგორც არგენტინელებს იაპონიის წინააღმდეგ. მე მესმის რომ ინიესტა
რისკვადა როცა რომსი ფინალს თამაშობდა. მაშინ მან ითამაშა და თასიც
მოვიგეთ, მაგრამ რის ფასად? შემდეგ ის მთელი ზაფხული და მომავალი სეზონიც
ტრამვას იშუშებდა. ეს სხვადსასხვა შემთხვევაა? რათქმაუნდა. მაგრამ უნდა
გავიგოთ როდის ღირს გარისკვა და როდის არა” - განაცხადა კრუიფმა ”El
Periodico” _ თან ინტერვიუში.