ესპანური გამოცემა "Sport"-ის ცნობით, ანდრეს ინიესტა "ბარსელონასთან" უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს გააფორმებს. კატალონიური კლუბის წარმომადგენლების განცხადებით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და ხელშეკრულების გაგრძელებას ხელს ვეღარაფერი შეუშლის. ინიესტა "ბარსაში" 2016 წლამდე დარჩება, მისი შეძენის მსურველ კლუბს კი ევროპის ჩემპიონის სანაცვლოდ დაახლოებით 230 მლნ. ევროს გადახდა მოუწევს.