ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველად ალაპარაკდა მიზეზების შესახებ, რამაც ის აიძულა ეროვნული გუნდისთვის თამაში შეეწყვიტა: "მიზეზი ბევრია, მათ შორის, ჩემი ოჯახი, ფიზიკური მდგომარეობა... და მთავარი, თუ ეროვნული გუნდისთვის თამაშობ, ყველაფერს თავი უნდა დაანებო.” ფეხბურთელმა აგრეთვე აღიარა, რომ დაიღალა ორ შემადგენლობაში თამაშით: "ძალიან დავიღალე, აქამდე ტრავმაც კი არ გამაჩერებდა. მაგრამ ახლა, უბრალოდ დრო მჭირდება, რომ ეროვნულ გუნდში დავბრუნდე, სულ ეს არის.” კითხვაზე რა იყო მისი შეხედულება რასისტულ კომენტარებზე, ზლატანი გაცხარდა: "არ მაინტერესებს, რას ამბობენ. სულაც არ მაღელვებს მათი მოძველებული აზროვნება, იმას გავაკეთებ, რაც მინდა და სწორად მიმაჩნია.” ზლატანმა განაცხადა, რომ გუნდის ახალ მწვრთნელს, ერიკ ჰამრენს თავად აუხსნა, რომ მწვრთნელის ცვლილება არ ყოფილა მისი გადაწყვეტილების მიზეზი: "ჩვენ ვისაუბრეთ, ავუხსენი ჩემი ნამდვილი მოტივები და ის, თუ რას ვგრძნობდი. ისიც ვუთხარი, რომ ჩემი გადაწყვეტილება მასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა.” ზლატანმა თქვა, რომ ჰამრენმა წარმატებები უსურვა, თუმცა მაინც აღნიშნა, რომ ისურვებდა მასთან ერთად გაეგრძელებინა იმის შენება, რასაც შვედმა ერმა მიაღწია.