შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბარსას პირველი წინა სასეზონო თამაშის შემდეგ ნორვეგიულ გუნდთან პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა ამ სეზონში მის მოლოდინებზე.
ჭორების შესახებ
''შვებულების დროს, ბევრი კლუბისგან მქონდა შემოთავაზება, თუმცა მათთან არ გვისაუბრია. ეს მხოლოდ ჭორებია, მაგრამ ამ ყველაფერს პოზიტიურად აღვიქვამ, რადგან ისინი ჩემს მუშაობას აფასებენ. არასოდეს მიფიქრია წასვლაზე, ეს ჩემთვის მხოლოდ უფასო რეკლამაა, ასე რომ მადლობთ.''
მისი განცხადებით, ის კვლავაც ბარსას ფეხბურთელია, რადგან კონტრაქტი აქვს და კმაყოფილია. '' ჭორები ხელს არ მიშლის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში. გაზეთი რომ გაიყიდოს, რამე უნდა დაიწეროს, თუმცა ეს არ მოქმედებს ჩემს მოტივაციაზე.''
მომდევნო სეზონი
''დიდი მოლოდინი მაქვს. ჩვენ ბევრი მოვიგეთ, თუმცა ჩემი უდიდესი მიზანია ჩემპიონთა ლიგის მოგება. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ თითოეული პრიზისთვის ვიბრძოლებთ ამ სეზონზე, მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს დიდი პატივია.''
''მწვრთნელი მენდობა, მას საკუთარი შეხედულებები აქვს და მე ამას პატივს ვცემ, დიდ გუნდში რომ ითამაშო, თავდაჯერებულობა გჭირდება. მან მითხრა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ვარ და ეს იმას ნიშნავს, რომ თამაში შემიძლია.
ასე რომ არ იყოს, ის ამას არ მეტყოდა.''
დევიდ ვილია
''მიხარია, რომ ვილია ჩვენთანაა, ეს შესანიშნავი შენაძენია, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ უფრო ძლიერი ვიქნებით და გამარჯვების მეტი შანსი გვექნება.''
მეორე წელი
''მინდა ყველაფერი მოვიგო ამ წელს და მინდა ეს უკეთ გავაკეთო. ეს წელი საკმაოდ წარმატებული იყო ჩემთვის იმის მიუხედავად, რომ პირველი წელი ყოველთვის რთულია. ეს ჩემთვის საუკეთესო პირველი სეზონი იყო. უნდა გავაგრძელო განვითარება და გაზრდა, როგორც ფეხბურთელმა.''
სეზონის წინა პერიოდი
''თითოეული თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ეს ფიზიკური მომზადების ნაწილია. ჩვენ უკვე ფიზიკურად მზად ვართ. წონაში ცოტა მოვიმატე შვებულების დროს, ამიტომ უნდა დავიკლო და თამაში მეხმარება. კიდევ 3 კილოგრამის დაკლება მინდა ჩვეულ წონას რომ მივაღწიო.''
მინო რაიოლა
'' ჩემი აგენტი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტებს. ვიცი რაც თქვა, ამაზე მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი და მე ჩემ ნათქვამზე ვაგებ პასუხს. მე არც მისი მამა ვარ და არც მისი შვილი, ჩვენ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, და არა პირადი. შეიძლება ვიკამათოთ იმის შესახებ, მართალი იყო თუ არა რაც თქვა, მაგრამ მასთან უაზრობებზე საუბარს არ ვაპირებ, მხოლოდ სერიოზულ საკითხებზე და ბიზნესზე.''
მაურინიო
''მაურინიო ერთი წელი ვიცნობდი და ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას კარგად გამოსდის გუნდების უმაღლეს საფეხურზე აყვანა, მაგრამ ბარსა მაინც საუკეთესოა. მსოფლიოს თასი 8 ფეხბურთელმა მოიგო. რეალი საფრთხეშია.''