ესპანური "ბარსელონას" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ არ აპირებს კატალონიელების დატოვებას.
მას შემდეგ, რაც დავიდ ვილა გადმოვიდა "ბარსელონაში", ჟურნალ–გაზეთები და ინტერნეტ საიტები არ წყვეტენ წერას იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩი დატოვებს "ბლაუგრანას". თუმცა როგორც ჩანს ზლატანი ამას არ აპირებს და ეს კარგად აისახა მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.
"არ გადის დღე ისე, რომ რაიმე ახალი ჭორი არ მომიგონონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვაპირებ არსად წასვლას. ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, რომელსაც ვჭირდები და ყველაფერს გავაკეთებ რათა დავეხმარო. ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, რომ მომავალში ინგლისში გადავბარგდები, მაგრამ ეს მომავალი როდის მოვა ჯერ არ ვიცი. ერთი კი დანამდვილებით ვიცი: ამ სეზონში აუცილებლად მეცმევა ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმა."ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Marca.
ამ კომენტარით შვედმა თავდამსხმელმა პრაქტიკულად ყველა ჭორი გაფანტა. ახალ სეზონში მას კვლავ "ბლაუგრანას" მაისური ეცმევა.