ამ ზაფხულს ბევრი საუბრობდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის "ბარსელონადან”
წასვლა-არწასვლაზე. ცხადია, ჭორების აგორებას ხელი შეუწყო "ბარსაში” კიდევ
ერთ სუპერთავდამსხმელ დავიდ ვილიას გადაბარგებამ. მაგრამ იბრაჰიმოვიჩი
თურმე არსად წასვლას არ გეგმავს, ყოველ შემთხვევაში ამ სეზონში და დღეს
მან თავად გააქარწყლა ყველა ჭორი. "ბარსელონა” ნორვეგიაშია, სადაც დღეს
ნორვეგიულ "ვალენეგრას” ამხანაგურად ეთამაშა და იბრაჰიმოვიჩმაც იქ, მცირე
პრესკონფერენციაზე დაამშვიდა კატალონიური სუპერკლუბის ქომაგები – არსადაც
არ მივდივარო. "მე "ბარსელონას” მოთამაშე ვარ და კიდევ დიდი ხნით
მინდა ვიყო. მე თავად არავითარი წვლილი არ მიმიძღვის ჭორების
გავრცელებაში, თითქოს მე თავად ვგრძნობდე თავს შევიწროვებულად და სხვაგან
წასვლაზე ვფიქრობდე. ამ ჭორებს ყოველი მხრიდან ვაწყდები და სიმართლე
გითრათ, მათ როგორც კომპლიმენტებს ისე აღვიქვამ. პეპ გვარდიოლამ არაერთხელ
მითხრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ვარ. კიდევ ერთხელ გეტყვით, მე "ბარსაში”
ვრჩები და კვლავ თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რომ ჩემის მხრიდან მაქსიმუმი
გავიღო ამ დიადი კლუბისთვის.”