"ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
ამის შესახებ კატალონიელების ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
გვარდიოლას მსგავსად, ამავე ვადით კლუბთან ახალი კონტრაქტი დადო მისმა
თანაშემწემ ტიტო ვილანოვამ. ხელშეკრულების გაფორმების პროცესი
"ბარსელონას” ოფისში კლუბის პრეზიდენტის სანდრო როსელისა და სხვა
ოფიციალური პირების თანდასწრებით შედგა.
სხვათა შორის, გვარდიოლამ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ
"ბარსაში” კიდევ, ყველაზე ცოტა, ერთი წელიწადი დარჩებოდა და დანაპირები
შეასრულა.