სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა 2002-05 წლებში, არქიტექტურული ფირმა ჰერცოგი & დე მერონის პროექტის მიხედვით და დაჯდა 340 მილიონიევრო. სტადიონზე ეტევა 69 901 (66 000 დასაჯდომი) მაყურებელი.
სტადიონი არის წმინდა წყლის ფუტურისტული ნაგებობა, რომელიც უზარმაზარ გასაბერ ნავს მოგვაგონებს, არენა გარედან მორთულია რომბი ნეონის ნათურებით, როცა მეტოქეებს ბაიერნი მასპინძლობს რომბები წითელ ფერში ინთება, მიუნხენ 1860-ის მატჩების დროს ლურჯ ფრად. ასევე რომბები ინთება თეთრ ფერად რომელიც გერმანიის ნაკრების ფერია.
სტადიონი წარმოადგენ ნაგებობას სპორტული სანახაობებისთვის. უმეტეს შემთხვევაში იგი წარმოდგენილია, როგორც დიდი მოედანი და ადგილი (ტრიბუნები) მაყურებელთათვის. ასევე სტადიონებთან ხშირად გვხვდება დამატებით რამდენიმე შენობა, გასახდელები, სავარჯიშო დარბაზები და ა.შ. სტადიონი მხოლოდ სპორტული მიზნებისთვის არ გამოიყენება, აქ შეიძლება გაიმართოს კონცერტები და სხვა ღონისძიებებიც.