კატალონიური სპორტული გაზეთის daily Sport-ის ცნობებით , ბრაზილიელი და მექსიკელი მცველის ენრიკეს და მარკესის ბედი ამ კვირის ბოლოს გადაწყდება და ორშაბათს ყველაფერი გახდება ცნობილი.
მარკესი
მექსიკის ეროვნული ნაკრების მცველმა მარკესმა შესაძლოა ტიერი ანრის ბედი გაიზიაროს და ნიუ იორკ რედ ბულზის საკუთრება გახდეს. მარკესმა იცის , რომ ამ სეზონში მას ნაკლებად მოუწევს თამაში, ამიტომ დიდი შანსია , რომ მარკესმა დატოვოს ესპანური გრანდი.
ენრიკე
მოგეხსენებათ ენრიკე განათხოვრებული იყო სანტანდერის რასინგში. ხოლო ამ სეზონში მისი მომავალი გაურკვეველია. ცნობილია , რომ კანტაბრიელებნის პრეზიდენტი და სანდრო როსელი შეხვედრას აპირებენ ენრიკეს საფეხბურთო მომავალტან დაკავშირებით. ცნობილია ასევე, რომ მისი ბედით ორი კლუბია დაინტერესებული.