გონსალო იგუაინმა გატან უკვე დაიწყო მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს "ამერიკასთან" ამტჩში ანგარიში გაათანაბრა.
–პირველი წინასასეზონო მატჩი და პირველი გოლი.
–ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოლით დავიწყე. ეს ჩემი სამუშაო და იმის მიზეზია, რატომაც მე აქ ვარ. ჩვენ მოურინიოს მეთოდებით და ტაქტიკით თამაში უნდა განვაგრძოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი ფეხბურთლებიც მალე შეგვეწყობიან. მე კვლავ განვაგრძობ გოლების გატანას, როდესაც მწვრთენლი ძირითად შემადგენლობაში დამაყენებს.
–რას ნიშნავს მოურინიოსთან მუშაობა?
–ეს შესანიშნავია. ჩვენ ყოველდღე ველით, რომ მისგან ახალს ვისწავლით. ძალიან რთული წელი იქნება, მაგრამ მე მჯერა, ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ყველა ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას მივიღებთ. ძალიან მოტივირებულები ვართ.
–რას ფიქრობენ ფეხბურთელები მასზე?
–ის სერიოზული მწვრთნელია. ჩვენ ყველა გაოცებულები ვართ მისი წარსული ტიტუელბით და იმედი გვაქვს, რომ ის მადრიდის "რეალთან" ერთადაც უამრავ ტიტულს მოიპოვებს.
–რა მიზნები გაქვთ მომავალი სეზონისათვის?
–მე მინდა, რომ გავიტანო უფრო მეტი გოლი ვიდერ წინა სეზონში, რადგან ეს გუნდს თავისი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. წინა სეზონში ნამდვილად კარგი რაოდენობის გოლები გავიტანე, მაგრამ ამ სეზონში უფორ მეტი მინდა.
–გუნდის მიზნებზე რას იტყვით?
–ჩვენი მიზანია, მოვიგოთ სამი ტიტული. ეს ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ჩვენი გულშემატკივარისათვის, რომელიც დიდი ხანია ამას ელის.
–რას ნიშნავ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება?
–ეს განსაკუთრებული რამაა. ამ გუნდს ყველაზე მეტჯერ აქვს ეს ტურნირი მოგებული და იმედი გვაქვს, რომ ამას წელს მეთედ გავაკეთებთ.
–რას ეტყოდით მადრიდისტებს?
–მე მათ ვთხოვ, რომ ყოველთვის მხარი დაგვიჭირონ და ვპირდები, რომ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, რაც შეგვიძლია. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენი თამაშის ყურებით სიამოვნებას მიიღებენ და მოგებულ ტიტულებს ჩვენთან ერთად სულ მალე იზეიმებენ.
|