კატალონიური სპორტული გამოცემა El Mundo Deportivo წერს , რომ ბარსა დაინტერესებულია საფრანგეთის პირველი ლიგის ჩამპიონის მარსელის ოლიმპიკის ნახევარმცველ ჩარლზ კაბორეთი (22), ამაზე მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი ბარსაში რაც კოტ დიუვარელი იაია ტურე მანჩესტერ სიტიში გადავიდა. კაბორეს ბევრი ისეთი თვისება აქვს , რომელმაც სეიძლება დააინტერესოს ესპანური მხარე. სწორედ ეს გახდება იმის მიზეზი, რომ მას აირჩევენ ისეთი ფეხბურთელების ნაცვლად , როგორიცაა ალუ დიარა და მუსა სისოკო.
გავრცელდა ხმა , რომ ესპანურ კლუბს კაბორე ძვირი არ დაუჯდება. 22 წლის ბურკინა ფასოელი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფეხბურთელია, ასე რომ მარსელი სავარაუდოდ დაინტერესდება მისი გაყიდვიდან მკიღებული შემოსავლის გუნდის გასაძლიერებლად გამოყენებაში.
კაბორეს ასევე მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციის დაკავება შეუძლია, როგორც სეზონის მეორე ნაწილში. მოთამაშის მრავალფეროვანი შესაძლებლობები გუარდიოლას აძლევს ალვესის კიდევ ერთ შემცვლელს ადრიანო კორეიას გარდა.
კაბორეს კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2013 -ში იწურება . ფრანგული პრესის განცხადებით, ფეხბურთელი და მისი აგენტი ახლა ხელფასის გაუმჯობესების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ივნისში მან გამოთქვა სურვილი მარსელში დარჩენისა. მან განაცხადა: ''მსურს მარსელში ყოფნა გავიხანგრძლივო, მიყვარს ეს კლუბი და მიმნდა აქ მივაღწიო წარმატებას''.