გიორგი ჭანტურია მალე "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება. ჩვენს შემდეგ ეს ინფორმაცია ესპანურმა გამოცემებმაც გაავრცელეს. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა "ბარსელონას" "ჟუვენილ B-ში" პირველივე სეზონის შემდეგ მოწონება დაიმსახურა. აი, რას წერს "ეარფუტბოლის" ჟურნალისტი:
ჭანტურია ჩელსიში
გიორგი ჭანტურიამ დაადასტურა, რომ "ჩელსიში" გადადის. ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში "ბარსელონას" "ჟუვენილ B-ში" გამოდიოდა, ლონდონელთა სარეზერვო გუნდში ითამაშებს. ის ბრიტანეთის დედაქალაქში მომდევნო კვირას ჩავა და სტივ ჰოლანდის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს. გიორგის იჯარის ვადა ამოეწურა. "ბარსელონა" კი ჭანტურიას კლუბთან განათხოვრების გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდა. გასულ სეზონში ქართველი ჩემპიონატის ბომბარდირებში 11 გოლით მეორე ადგილზე გავიდა, კატალონიის ჩემპიონატში კი 18 ბურთი გაიტანა. ამით მან რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიქცია. "ჩელსი" ყველაზე აქტიური გამოდგა და ჭანტურიამაც ინგლისში მიმზიდველი პერსპექტივა დაინახა.ის თავდამსხმელია, მაგრამ ფლანგებზე თამაშიც შეუძლია და ცენტრფორვარდადაც. ის მშვენიერი ტექნიკით გამოირჩევა".