მიუხედავად 1-0 მოგებისა, ბარსა გამოეთიშა კოპა დელ რეის ტურნირს, პირველ საშინაო მატჩში 2 გაშვებული გოლის გამო.
პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. პირველ ნახევარში სევილია სახიფათოდ უტევდა პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ რომარიკის დარტყმა პინტომ მოიგერია. მეორე ტამი მთლიანად ბარსას უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 63-ე წუთზე ხავიმ გატეხა სევილია და მოჭრილი დარტყმით საჯარიმოს გარედან აუღებელი დაურტყა პალოპს. 66-ე წუთზე მესიმ პალოპის კარს ბურთი მცირედით ააცილა, 3 წუთში კი მასპინძელთა კიპერიც დაჯაბნა, მაგრამ მისი დარტყმულის შემდეგ ბურთი სევილიელთა კარის ძელმა მოიგერია, დამატებაზე კი იბრამ ვერ ივარგა.
მიუხედავად გამარჯვებისა გუარდიოლას მისვლიდან ბარსა პირველ ტურნირში დამარცხდა , მაგრამ ბარსას ფანებო არ მოიწყინოთ მერწმუნეთ წინ დიდი გამარჯვებები გველის !