ბარსა და სხვა ევროპული ტოპ-კლუბები გრასჰოპერის ფორვარდით, შვეიცარიელი ინტერნაციონალით, ნასიმ ბენ ხალიფათი არიან დაინტერესებული. 17 წლის ფეხბურთელმა ყურადღება მიიქცია U-17 მსოფლიო თასის ფინალებზე და ისეთი კლუბები დააინტერესა, როგორიცაა ბარსელონა, არსენალი, მილანი, ასტონ ვილა და პორტსმაუტი. ხალიფას ახლანდელ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს და შესაძლოა არ თქვას უარი იანვარში ფეხბურთელის გასხვისებაზე.