"ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას სჯერა, რომ მისი გუნდი
წელს რაიმე ტიტულს მოიგებს. პეპმა ნდობა თავისი შეგირდების მიმართ
მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც გამოხატა."მსურს
გუნდმა მოიგოს რაიმე ტიტული. მინდა, რომ გუნდმა ორივე ტიტულისათვის
იბრძოლოს. მთავარია ბრძოლა ამ ორ ტურნირში, დარჩენი შემდეგ გამოჩნდება
შევძლებთ თუ არა რაიმეს მოგებას. არ შემიძლია განვუცხადო ფეხბურთელებს ან
ჟურნალისტებს, რომ ყველაფერი კარგადაა. რადგანაც ყველაფერი რიგზე არ არის.
ჩვენ ჩვენ ძალებში დარწმუნებულნი ვართ და ვიცით, რომ უკეთ თამაში
შეგვიძლია. ჩვენ უნდა მოვუმატოთ თუ გვინდა ჩემპიონები გავხდეთ.
ფეხბურთელები ამას აცნობიერებენ და ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ
იმისათვის, რათა ჩვეული თამაში აჩვენონ . ვიმედოვნებ მალე ყველაფერი თავის
ადგილას დადგება. თუკი გუნდში რაღაც პრობლემაა ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც
ვერ გავთვალე. ვგრძნობ, რომ გუნდში საბრძოლო განწყობაა. ჩემი შეგირდები
აკეთებენ ყველაფერს მოედანზე”. გვარდიოლამ ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის
მატჩშზეც, რომელიც გასულ სამშაბათს გაიმართა გერმანიაში. "საპანიკო
არაფერია, 1:1 გერმანიაში კარგი შედეგია, ფეხბურთელებს ჯუნდა სჯეროდეთ,
რომ გადალახავენ პლეი-ოფის პირველ ეტაპს. როდესაც გუნდში ყველაფერი რიგზეა
ვცდილობ შევინარჩუნო ეს ყველაფერი, ხოლო თუკი გუნდში რაღაც პრობლემაა და
ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავდით ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო
იმისათვის რათა ეს პატარა პრობლემა გამოსწორდეს”.
გვარდიოლამ მოწინააღმდეგე გუნდზე და ხუან რამონ ლოპეს მუნიესას
წარმატებებზე ისაუბრა. "მალაგა” ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია, მათ
გამოცდილი მწვრთნელი და კარგი კოლექტივი ყავთ. ჩვენ უნდა ვიყოთ საუკეთესო
ფორმაში რათა გადავლახოთ მათი ბარიერი”. დასასრულს გვარდიოლამ განაცხადა,
რომ შეუფასებელია ის გამოცდილება, რომელიც მან "ბარსელონაში” თამაშის დროს
მიიღო.