გუშინ ღამით ''ჰანოვერის'' პრეზიდენტმა განაცხადა რომ გარდაიცვალა ბარსას ყოფილი და
გერმანიის ნაკრების მოქმედი მეკარე რობერტ ენკე (32წ) .
ჰანოვერის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ვეტერენი გერმანელი ფეხბურთელი
მატარებელმა გაიტანა. მართალია სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ ხმაურდება,
მაგრამ როგორც ცნობილია, მთავარი ვერსია თვითმკვლელობაა.
საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ ენკეს გულის პრობლემების გამო 2 წლის ქალიშვილი დაეღუპა
და შესაძლოა ეს ტრაგიკული ფაქტი ვერ გადაიტანა ფეხბურთელმა, რომელიც მსოფლიოს
ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების პირველი მეკარის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.
14 წლიანი კარიერის განმავლობაში ენკეს უთამაშია ''კარლ ცეისში'' , მიოხენგლადბახის ''ბორუსიაში''
''ბენფიკაში'' , ''ბარსელონაში'' , ''ფენერბახჩეში'' , ''ტენერიფეში'' , და ბოლოს ''ჰანოვერში''.
გერმანიის ნაკრებში იგი 2007 წლიდან გამოდიოდა.