ჩემპიონთა ლიგაში წინსვლას ბარსა უკრაინელ ჩემპიონთან, კიევის დინამოსთან
შეხვედრით აგრძელებს. ტიერი ანრი არ ითამაშებს და სავარაუდოდ, მის ადგილს
დაიკავებს ანდრეს ინიესტა, რომელსაც კამპ ნოუზე არ უთამაშია მაისის შემდეგ. დინამო F ჯგუფის ლიდერია ყაზანის რაბინის დამარცხების შემდეგ. ჩვენი უკრაინელი ფეხბურთელი, ჩიგრინსკი კარგად იცნობს დინამოს ახლანდელ ნაკრებს და, მისი აზრით, “დინამოს თამაშის სტილია ოპონენტის მაქსიმალური ზეწოლის ქვეშ მოქცევა და სწრაფი კუთხური შეტევა”. შევჩენკო სავარაუდოდ ითამაშებს ბარსას წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს სახის ექვსი ნაკერი. ძველ ფანებს, ალბათ, ემახსოვრებათ 1993-ში ბარსას 1:3 დამარცხების შემდეგ, ჩვენი გუნდის ბრწყინვალე თამაში კამპ ნოუზე, შედეგით 4:1. ხვალინდელი თამაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოგების გარდა ნებისმიერი შედეგი ჯგუფში მესამე ადგილზე დაგვწევს. საჭირომა მაქსიმალური კონცენტრაცია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი შეცდომა 90 წუთის განმავლობაში, შეიძლება საბედისწერო იყოს. საწყისი 11: ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი, ხავი, ტურე, კეიტა, მესი, იბრაჰიმოვიჩი, ინიესტა. პროგნოზი: ბარსა 3 : დინამო 1