ფარერების ეროვნულ ნაკრებთან დამაჯერებელი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ტიერი ანრიმ შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: ”გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი იქნება თუ ავსტრიასთან დაპირისპირებაში კარგ განწყობას შევიქმნით. სიმართლე რომ ვთქვა არ ვარ ძალიან იმედგაცრუებული იმის გამო რომ მეორე ადგილზე დავამთავრეთ ჯგუფური ეტაპი. ჩვენ შეგვწევს იმის ძალა რომ პლეიოფებში შევძლოთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. უბრალოდ ამისათვის აუცილებელია გადამწყვეტ ორ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ”.