ბარსას ყოფილი და ამჟამად ნიუ იორკ რედ ბულზის ფეხბურთელი ტიერი ანრი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს პრესას.
პირველ მატჩს ანრი კლუბის შემადგენლობაში 22 ივლისს გამართავს ტოტენჰემ ჰოცბურის წინააღმდეგ. ბარსაში გატარებული 3 წლის განმავლობაში , ანრიმ 2-ჯერ მოიგო ესპანეთის ლა ლიგა, 1-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, 1-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1-ჯერ უეფას სუპერთასი და ერთხელ ესპანეთის სუპერთასი.