ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელმაც ბოლო 3 სეზონი "ბარსაში”
გაატარა, ამერიკის შეერთებული შტატების კლუბ "ნიუ იორკ რედ ბულზის”
ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
ამის შესახებ სააგენტო AP იუწყება. მხარეებმა მრავალწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, თუმცა, არ დაკონკრეტებულა
რამდენი ხნით დაუკავშირა ანრიმ საკუთარი ბედი ახალ კლუბს და არც
ტრანსფერის დანარჩენი დეტალები გახმაურებულა. 32 წლის ფორვადს ოფიციალურად
ხუთშაბათს წარადგენენ. სავარაუდოდ, ანრის დებიუტი 22 ივლისს, აშშ-ში
ტურნეში მყოფ ლონდონის "ტოტენჰემთან” ექნება.