ესპანური "სევილიას” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, ადრიანო კორეიამ
რამდენიმე საათის წინ "ბარსელონასთან” გააფორმა ხელშეკრულება. როგორც
გუშინ ვიტყობინებოდით, კატალონიურ კლუბს ანდალუსიელთაგან ბრაზილიელი
უნივერსალის შეძენა 9.5 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელის წარმატებით
თამაშის შემთხვევაში "სევილია” დამატებით კიდევ 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ადრიანომ "ბარსელონასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების
თანახმად, მისმა გამოსასყიდმა თანხამ 90 მილიონი ევრო შეადგინა.
კატალონიურ კლუბში ადრიანო, რომელსაც დაცვისა და ნახევარდაცვის ორივე
ფლანგზე შეუძლია თამაში, 21-ე ნომრით იასპარეზებს.
ფეხბურთელის
პრეზენტაცია ორშაბათს საღამოს შედგება "კამპ ნოუზე”, მაგრამ ვინაიდან
ამჟამად სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, პრეზენტაცია
დახურულ კარს მიღმა გაიმართება და იგი მხოლოდ პრეს-კონფერენციით
შემოიფარგლება.