ამ ჯგუფში
ოთხმა ჩემპიონმა მოიყარა თავი, მაგრამ "ბარსელონა" მაინც უპირობო
ფავორიტია, დანარჩენებს კი მხოლოდ მეორე ადგილზე მოუწევთ ფიქრი. "ბარსამ"
უქმეებზე დაამტკიცა, რომ სუსტებთან წაფორხილება "შეუძლია" - კატალონიელები
"ნოუ კამპზე" "ერკულესთან" დამარცხდნენ (0:2). პეპ გვარდიოლამ ამ
მატჩისთვის ჩავი, ბუსკეტსი, დანი ალვეში და პედრო დაასვენა.
|
დაამატა:
beqa |
(სამშაბათი)
902. |
ქართული ჩოგბურთი
ანა ტატიშვილმა (147) წარმატებით დაძლია WTA-ს ტურნირის პირველი წრის
მატჩი და მერვედფინალშია. საქართველოს პირველი ჩოგანი კვებეკში (კანადა)
მიმდინარე "ბელ ჩელენჯზე" ლამის ყველაზე ცუდი რეიტინგისაა, რადგან
ტურნირის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. პირველ წრეში ქართველის მეტოქე
მსოფლიოს ყოფილი მე-8 ჩოგანი ალისია მოლიკი (ავსტრალია, 90) იყო.
ჩვენებურმა სამ სეტში აჯობა მატჩის ფავორიტს - 3:6, 6:2, 6:2. ანა
ტატიშვილის მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი მელანი ოუდინისა (აშშ) და ალისონ
რისკეს შორის გამარჯვებული იქნება. ანამ ამ მოგებით 30 სარეიტინგო ქულა
მოიპოვა.