|
დაამატა:
beqa |
(პარასკევი)
1043. |
ქართული ჩოგბურთი
20 წლის ოქსანა კალაშნიკოვა (189) პოლონეთშია, სადაც ქალაქ კატოვიცეში
"ბანკ პოლსკის" საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს. შეჯიბრების საპრიზო
ფონდი 25 ათასი დოლარია, ხოლო ჩვენი თანამემამულე პირველ ნომრად არის
განთესილია. იგი ამერიკის ღია პირველობაზე მარცხის შემდეგ პირველად
ასპარეზობს. ოქსანას არ გასჭირვებია "უაილდ ქარდით" მიწვეული 19 წლის
გერმანელი კიმ-ალის გრაიდეკის (893) დამარცხება - 6:3, 6:3. წყვილთა
ბადეში ოქსანა უკრაინელ ტეტიანა არეფიევასთან (311) ერთად მე-2 ნომრად
განთესეს. პირველ წრეში მათ 6:4, 6:3 მოუგეს მასპინძელთა დუეტს (დომაგალა,
ზაგორსკა) და მეოთხედფინალში გავიდნენ.